შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მერი: ახლა დაიჭერენ, იმპიჩმენტს მოუწყობენ, შეჭამენ, ამ რეჟიმში ვმუშაობდი ერთი წელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

"ახლა დაიჭერენ, იმპიჩმენტს მოუწყობენ, ახლა შეჭამენ, მოკლავენ"-ფაქტობრივა ამ რეჟიმში მომიწია მუშაობა ერთი წლის განმავლობაში და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს"-ეს სიტყვები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მისი და მერიის ერთწლიანი მუშაობის პრეზენტაციაზე თქვა, როცა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების ჩამონათვალს დარბაზში დამსწრე საზოგადოებას აცნობდა. 

ოზურგეთის მერის განცხადებით, ამ ყველაფერზე საზოგადოებაში ისინი საუბრობენ, ვისთვისაც პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე თუნდაც ოზურგეთის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა. 

"ეს არის სიტუაცია, როცა ადამიანებში ათასგვარ ტყუილს ავრცელებენ, რომ თითქოს მე ან უნდა დამიჭირონ, ან მომკლან და მერე შემჭამონ. ამას მართავს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჰყავს თავისი რამდენიმე თანამოაზრე და ამ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ იყო იმის მცდელობა, რომ ჩემთვის მაქსიმალურად შეეშალათ ხელი მუშაობის პროცესში. ეს ადამიანები პირად ინტერესებს აყენებ მხოლოდ წინა პლანზე და მათ საერთოდ არა აქვთ სურვილი, ოზურგეთის განვიტარებას შეუწყონ ხელი. 

პირადად მე არ ვაპირებ მსგავს ინტრიგებში ჩართვას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ინედები უნდა გავამართლო. მათთვის მიცემული დაპირებები უნდა შევასრულო. წინ კიდევ სამი წელი მაქვს და ამ პერიოდში მაქსიმალურად ბევრი საქმის გაკეთება უნდა მოვასწრო"-განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ. 

ცნობისთვის, დღეს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ოზურგეთის მერმა მისი ერთწლიანი მუშაობის  პრეზენტაცია გამართა, რომელსაც  არასამთავრობო სექტორი, მედიის, საჯარო სამსახურებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

"მე მაქვს ჩემი ნიშა"