შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლების ახალ წლამდე გადავადებას ითხოვენ

წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 11 დეკემბერი 2018

თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარე მოვაჭრეები ვაჭრობის უფლების ახალ წლამდე გადავადებას ითხოვენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებიდან გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ წერილობითი გაფრთხილება მიიღეს.
მათი განმარტებით, თუ 5 დღის ვადაში გარევაჭრობას არ შეწყვეტენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ძალით დაატოვებინებენ.
,,მოსულები იყვნენ მერიის წარმომადგენლები, გაფრთხილება მოგვცეს და განცხადებაზე ხელი მოგვაწერინეს. თუ გარეთ დავდგებით და ისე ვივაჭრებთ, დაგვაჯარიმებენ. თ გარევაჭრობის ნებართვას არ მოგვცემენ, სახლში საწმლის ფულს ვერ მივიტანთ’’,- აცხადებენ Knews.ge-ს თან საუბრისას გარემოვაჭრეები.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ გარე ვაჭრობას კანონი კრძალავს, თუმცა არ არის გამორიცხული, სადღესასწაულო დღეებში გამონაკლისის სახით გარემოვაჭრეებს საქმიანობის ნებართვა დროებით მისცენ.
,,გარევაჭრობა არ არის კანონით დაშვებული და აკრძალულია. ეს შესაძლებელია მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დღეები ახლა არ მოდის, მაშინ კანონს გვერდი უნდა ავუაროთ, რომ ამ ადამიანებს ასე ვაჭრობის უფლება მივცეთ. სამწუხაროდ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს და იმ 5 დღის ვადაში, რომელიც მიეცათ, შეუძლიათ ის ნაყიდი პროდუქცია ამოყიდონ და შემდეგ უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია