შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოგხვდებათ ცხვირში”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 დეკემბერი 2018

„მთავრობის სხდომას ისე ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანებზე, ტყუილებზე, რომელბსაც “რუსთავი 2″ ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და საკითხებზე, ამიტომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის მეთაურმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამით კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტს გამოეხმაურა. თბილისის მერმა ყველა სახელმწიფო უწყებას მოუწოდა, რომ "არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ “რუსთავი 2”-ს.

თბილისის მერი ”კურიერში” გასულმა იმ სიუჟეტმა გააღიზიანა, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების ტენდერებს შეეხებოდა. რაც შეეხება მეორე სიუჟეტს, კალაძის გაღიზიანება ამჯერად საახალწლო განათებების თემამ გამოიწვია:

"თითქოს დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. თან მაქვს იმ ტენდერების სქრინები, რომელზეც “რუსთავი 2″ გუშინ საუბრობდა და გვიმტკიცებდნენ, რომ 2 მილიონი იხარჯება სცენის მოწყობაზე, დახურვასა და სხვადასხვა სამუშაოზე. ციფრები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, რომ დავაჯამოთ, დაახლოებით გამოდის მილიონ 61 ათასი. საიდან მოიტანეს ციფრი 2 მილიონი? სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ეს არის ტენდერი იმ სცენაზე, მოწყობილობებზე 2018-2019 წლებში ჩასატარებელი ღონისძიებები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, ეს არის თბილისობა, 26 მაისი, პროექტი თბილისი, ყველა ამ პროექტებისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა სცენა, განათება და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში უნდა მოემსახურონ, გამოდიან და მოსახლეობა შეყავთ შეცდომაში, რომ თითქოს 2 მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ საახალწლოდ სცენა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება, კახი კალაძე არ მოგწონდეთ, შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში,” – განაცხადა კალაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა