შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვალების განულება და მოვალეთა რიხვის ხელოვნურად გაზრდა არის ტყუილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 დეკემბერი 2018

ვალების განულების პროცესი - ექსპერტების განცხადებით, იმ პირთა რიცხვი, ვისაც ვალი უნდა ჩამოაწერონ გადაჭარბებულია. სპეციალისტების თქმით, ასევე გაბერილია ის თანხა, რომელიც დასახელდა და რომელიც არსებული ინფორმაციით „ქართუ ბანკმა“ უნდა დაფაროს:

„ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა დაპირების სახით აგებული იყო ტყუილზე. ამაშია პრობლემა. ან პირველი ის რომ 600 ათას ადამიანს არ ეხება და ასიათასობით ნაკლებ ადამიანს ეხება. და მეორე, არანაირი მაკროეკონომიკური ეფექტი ამას არ აქვს. ფიზიკურად ვერ მოიცავს ესეთი რაღაც 600 ათას ადამიანს,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

არასამტავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც სიაში მოხვდნენ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ისარგებლებენ საბანკო სესხის სერვისით.

„გადაჭარბებული მგონია საუბარი იმაზე, რომ ეს ერთჯერადი აქტი რაღაც ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს ან ეს ადამიანები რაღაც პირდაპირ ჩაერთვებიან ეკონომიკაში. ამ ერთჯერად სოციალურ აქტს ალბათ უფრო მეტი საერთო აქვს პოლიტიკასთან. ვიდრე ეკონომიკასთან,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია