შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ “

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 დეკემბერი 2018

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინიტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“.

მედოევი აცხადებს, რომ 1993 წლის 14 სექტემბეტს, საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო „შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების რებილიტავიი შესახებ“. მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაში საუნარია 34 მილიარდ 200 მილიონ რუბლზე, რომლის 2/3-იც ქართულ მხარეს უნდა დაეფარა.

„იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 – რუსეთს.

რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის” - აცხადებს დიმიტრი მედოევი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია