შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზარბაზნები დატენილი იქნება ახალი წვრილი კარტოფილით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 13 დეკემბერი 2018

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაგურაციასთან დაკავშირებით თელავში ზარბაზნებს ისვრიან, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"დღემდე გურჯაანელები მაგარი დაბოღმილები და გაკვირვებულები იყვნენ. სალომემ გურჯაანი მოიგო, თელავი წააგო და ინაუგურაციას იქ რატომ ატარებსო. ყველაფერი ხომ პირიქით უნდა ყოფილიყოო. დღეს, როგორც იქნა ამოისუნთქეს და გულზე მოეშვათ, როდესაც გაიგეს, რომ სალომეს გაპრეზიდენტების აღსანიშნავად მოხდება ზარბაზნებიდან გასროლა. გასროლა განხორციელდება წაგებული თელავიდან გამარჯვებული გურჯაანის მიმართულებით, ხოლო გურჯაანელებისადმი მადლიერების ნიშნად ახალი პრეზიდენტის პირველი ბრძანებულებით ზარბაზნები დატენილი იქნება ახალი წვრილი კარტოფილით.

პ.ს. ეგრეა ძმაო პოლიტიკა, ყველას რომ უკუღმა გესმით"-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია