შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველო ორ დღეში საპარლამენტო მოდელზე გადადის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 დეკემბერი 2018

ორ დღეში საქართველო საპარლამენტო მოდელზე გადავა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 16 დეკემბერი ისტორიული დღეა, რადგან ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. 

მისი თქმით, საქართველო სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რომელიც ყველაზე დემოკრატიულ ფორმად არის აღიარებული.

„90-იან წლებში ჩვენი მთავარი პრობლემა იყო, რომ სხვადასხვა ხელისუფლებას ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების საშუალება ეძლეოდა. სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ, რომელიც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმად  არის აღიარებული საყოველთაოდ. 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა  საპარლამენტო მმართველობასთან თავსებადი არ არის.

„ამის დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო კანდიდატები პროგრამებით ვერ გამოდიდონენ და ხშირ შემთხვევაში,  ტყუილი დაპირებების გაცემა უწევდათ. არჩევნები კონცეტრირებული იყო პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაზე.  ეს იმ ნონსესის გამოძახილი იყო, რასაც საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი არჩევნების ჩატარება ჰქვია. არასწორია და კარგია, რომ შემდეგი არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა