შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი: ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 16 დეკემბერი 2018
დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე. მისი თქმით აქ, თელავში, დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. პრეზიდენტისვე სიტყვებით, აქ შეჩერდა ქვეყნის განვითარება თავის დროზე - ქვეყანას ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ.

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა. ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება - ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან დღეს ერეკლე მეორის სასახლეში პრეზიდენტის ფიცი დადო. ცერემონიალს 1800-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის დელეციები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია