შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებში განხორციელდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 17 დეკემბერი 2018

ქვემო ქართლის საზოგადოებრივმა საინფორმაციო ცენტრმა პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ფერმერების და საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება DCFTA -ის საკითხებზე” რამდენიმე შეხვედრა მერიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარა, რომლის მიზანი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება მცირე და საშუალო  ფერმერებსა და საჯარო მოხელეებს შორის. აღნიშნული ჯგუფები წარმოადგენდნენ პროექტის პირდაპირ სამიზნე ჯგუფებს.

სამ სოფელში (ქართული, სომხური და აზერბაიჯანული), შეირჩა 15-20 კაციანი ჯგუფები ადგილობრივი ფერმერებისა და მათი ოჯახის წევრებისგან, ვისთანაც ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრები და დარიგდა ჩვენს მიერ  სამივე ენაზე მომზადებული ტრიპლეტები. მანამდე შედგა შეხვედრა საკრებულოს დეპუტატებსა და მერის წარმომადგენლებთან. აღნიშნული პირებისგან  მოსახლეობა იღებს პირველ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში, თუ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებზე. ეს განსაკუთრებით ეხება არაქართულ მოსახლეობას, რომელიც, ენობრივი ბარიერის გამო, თითქმის არ უყურებს ქართულ არხებს. არსებული ინტერესის მიუხედავად,  განსაკუთრებით არაქართული მოსახლეობა, ეჭვის თვალით უყურებს მათ შესაძლო ჩართულობას ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის პროცესში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ არც თვითონ და არც მათ მიერ ნაწარმი პროდუქცია არ არის მზად ევროკავშირში გასატანად და კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევთ. განსაკუთრებით კმაყოფილი იყვნენ არაქართველი ფერმერები,  რადგან აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდათ საკუთარ ენაზე. 450 ტრიპლეტი სამ ენაზე დაიბეჭდა, დარიგდა შეხვედრებზე და გავრცელდა მოსახლეობაში  .

გია დემურაშვილი, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე:

,,პროექტის ფარგლებში საინფორმაციო მასალების მომზადებისას და შეხვედრებისთვის მზადებისას კიდევ ერთხელ მოგვიწია დაწვრილებით გავცნობოდით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და DCFTA – ის ფარგლებში ჩვენი ფერმერებისთვის წარმოშობილ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს. მოსახლეობასთან შეხვედრებმა კი დაგვანახა, რამდენია ჯერ კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენმა ფერმერება ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, გაუჩნდეთ სიახლეების სწავლებისა და დანერგვის სურვილი. პროექტის დასრულების შემდეგაც გავაგრძელებთ აღნიშნული ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდებას. პროექტი ხორციელდება „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო). აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ“.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება