შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

პოლიტიკა
 18 დეკემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას  2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

დავით იაშვილს 5 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა.

ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს.

ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია