შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 17 დეკემბერი 2018
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია.

პრესსამსახურის განმარტებით, "მედიისთვის გასავრცელებელი ანონსი არ აქვს", შესაბამისად უცნობია ვისთან გამართავს სამუშაო შეხვედრას ქვეყნის პირველი პირი.

არსებული ინფორმაციით, ათონელზე მდებარე სასახლეში სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში და ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია. ჟვანიამ არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
ტელეკომპანია ბორჯომი

ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს

საზოგადოება