შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ.

წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დატოვებამდე, კახიძემ ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია