შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2018 წელს სკოლადამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებს დეკემბერში ვეღარ მიიღებენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 18 დეკემბერი 2018
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მედლების დარიგება წელს ვეღარ მოესწრება და 2019 წლის იანვარში გადაიწევს.უწყების ინფორმაციით, ისინი ყველა წარჩინებულ მოსწავლეს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და მედლის გადაცემის დროსა და ადგილს შეატყობინებენ.2016-2018 სასწავლო წლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები უკვე დამტკიცდა. ბრძანებას ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მოაწერა. ახალციხის ექვს სკოლაში მედალს 51 მოსწავლე მიიღებს. მათ შორის ნაწილს ოქროს, ნაწილს კი ვერცხლის მედალს გადასცემენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია