შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დადგინდა საფერავის ძირითადი ტიპიური ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (მარკერები)

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 18 დეკემბერი 2018

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და შპს ღვინის ლაბორატორიის მხარდაჭერით, დადგინდა საფერავის ძირითადი ტიპიური ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (მარკერები).



2018 წლის 19 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (A.S.I.) 49-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საფერავის ძირითადი არომატული და გემური მახასიათებლების (მარკერების) ორგანოლეპტიკური დადგენის საერთაშორისო სესია “Saperavi Grand Tasting”.

 

სესიაში 200 - ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობდა: საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრები, წამყვანი ქართველი ენოლოგები, 63 ქვეყნის ეროვნული სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტები, სხვადასხვა წლების მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო სომელიეები. სესიაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის საუკეთესო საფერავების 70 -ზე მეტი ნიმუში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია