შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არსებობს გამოხატვის თავისუფლების ზღვარი"- წულუკიანი ოპოზიციის აქციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

"არსებობს ზღვარი ნებისმიერი თავისუფლების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების" - აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რითაც პასუხობს ჟურნალისტების კითხვას - დაირღვა თუ არა გუშინ ოპოზიციონერი აქტივისტების უფლებები. 

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით და ეს ნორმა დაცული იყო გუშინაც. ამასთან ხაზს უსვამს, რომ როგორც ქართულ სამართალში, ასევე საერთაშორისო კონვენციებშიც არსებობს გარკვეული ჩარჩოები და ზღვარი. 

წულუკიანი მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით გუშინ ოპოზიციის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მათი მოსაზრებები მთელმა ქვეყანამ მოისმინა. რაც შეეხება პოლიციის ქმედებას, ამ მხრივ წულუკიანს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. 

"თუ აქციის მონაწილეებს ქონდათ გეგმა შესულიყვნენ სივრცეში სადაც ტარდებოდა ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა კანონიერი და რათქმაუნდა მათ ექნებოდათ წინაღობები. მოხდა აღკვეთა იმის, რომ ინაუგურაციის პროცესი არ ყოფილიყო ხელშეშლილი ან ჩაშლილი. პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი, მათ შორის თმენის ვალდებულების კუთხით" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

წყარო: itv.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია