შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რობაქიძის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

აღნიშნული გასაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლია და 3 თვის ვადიათ.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია