შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიპლომატი, მამაუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში აფასებს: 

"უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში, დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის, "გაერთიანებულ ოპოზიციასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. კიდევ უარესი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ეს გახლავთ ამ ურთულესი პროცესის უგუნური უტრირება.
სინამდვილეში საქმე გვაქვს უმძიმეს იდეოლოგიურ ომთან განვითარებულ დასავლეთსა და ჩამორჩენილ რუსეთს შორის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიდის. IMHO სწორედ დღეს მიმდინარეობს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის ფინალური ფაზა. სწორედ ახლა ხდება საბოლოო გაფორმება იმ უზარმაზარი პოლიტიკური გამარჯვებისა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა საფუძველი. 
საქართველო, ქართველი ერი ან გაიმარჯვებს ამ უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის იმპერიასთან და საბოლოოდ ჩადგება ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყანათა რიგში, ან ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება მხოლოდ ქაღალდზე, სინამდვილეში კი ჩვენ დიდი ხნით გადაგვისვრიან რუსული ინტერესების ორბიტაზე. 
ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყოველი ნაბიჯის აწონ დაწონა, რომ არ დავუშვათ რაიმე შეცდომა, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სამართლებრივი გზით მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე.
დროა გამოვიჩინოთ ქართული სიბრძნე ევროპულ მოთმინებასთან ერთად".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია