შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლგბტ პირი ან მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მებრძოლი უნდა იყო, რომ მათ ყურადღება მოგაქციონ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მიმართ სახალხო დამცველის დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

„მთავარ პროკურატურაში ჩვენი პროტესტისა და შიმშილობის მეექვსე დღეა. ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი, ნ. ლომჯარია არ გამოჩენილა, არც მისი ოფისიდან ყოფილა ვინმე.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაახლოებით ნახევარი წლის უკან მივმართეთ და შევხვდით ნ. ლომჯარიას ამ საქმის მასალებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესწავლის თხოვნით. საქმე შეისწავლეს სახალხო დამცველის ოფისის იურისტებმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ დასკვნა არ ჩანს! გამოძიების დახურვას ელოდებიან?

ალბათ ლგბტ პირი ან მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მებრძოლი უნდა იყო, რომ მათ ყურადღება მოგაქციონ. ასევე მრავალჯერ ვცადე ნ. ლომჯარიასთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ - სრული იგნორი. ეტყობა, თავის მფარველის, გახარიას დირექტივებს ელოდება!“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია