შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 21 დეკემბერი 2018
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის ბოლოსთვის მიიღებს.
აღნიშნულ პოსტზე ოთხი კანდიდატურაა დასახელებული. ესენი არიან: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი და მარიამ შელეგია- პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი.

-"დღეს 12:00-სთ-მდე, ოფიციალურად, დოკუმენტურად იქნა წარდგენილი  ოთხივე კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში. პრეზიდენტი სამ მათგანს შეარჩევს და წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება. თუ ცესკო ვერ აირჩევს თავმჯდომარეს, მაშინ ეს პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება შანსებს, ბუნებრივია, თამარ ჟვანიასა და გიორგი ჯავახიშვილს ჩემთან შედარებით უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვთ. ისინი ხუთი წელია საარჩევნო ადმინისტრაციაში მოღვაწეობენ, თავად არიან კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, მათ ასევე აქვთ ხმის მიცემის უფლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ფავორიტები სწორედ ისინი არიან, მაგრამ თუ მოგვეცემა საშუალება წარდგენილები ვიყოთ ამ თანამდებობაზე,  შევხვდეთ საარჩევნო ადმინისტრაციას და გავაცნოთ ჩვენი ხედვები მომავალი ხუთი წლის განვითარებასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი იქნება"- განაცხადა speqtri.ge-სთან "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია