შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალეში, „მეორე შახტის“ დასახლებაში, ერთ–ერთი ადგილობრივის სახლთან დღის მეორე ნახევარში სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ახლა კი სამართალდამცველები მის კუთვნილ მანქანასა და სარდაფს ჩხრეკენ.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 20 დეკემბერი 2018
ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში სამართალდამცველები სპეცრაზმთან ერთად დაახლოებით, 14:00 საათზე გამოჩნდნენ. მათ აქ ერთ–ერთი მცხოვრების, შუახნის კაცის სახლის, სარდაფისა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყეს. იგი ტაქსის მძღოლია, მეორე შახტაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. რას ეძებენ სამართალდამცველები ადგილობრივის სახლში, ამაზე არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ აღნიშნულ ბინაში შესვლის უფლება არ მისცეს. გასაუბრება შუახნის კაცის მეუღლესთან შევძელით, თუმცა მან მომხდარის შესახებ ლაპარაკი არ იუსრვა: „ძალაინ ცუდად ვარ, თავი დამანებეთ“. რატომ ჩხრეკს პოლიცია ტაქსის მძღოლის სახლს არც მეზობლებმა იციან: „ერთი ჩვეულებრივი ოჯახია, ეგ კაცი წლებია ტაქსაობს, წარმოდგენა არ გვაქვს რას შეიძლება ეძებდნენ პოლიციელები მაგასთან“, – გვითხრეს ადგილობრივებმა. ამ დროისთვის სპეცრაზმი დასახლებაში აღარ იმყოფება, თუმცა სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აგრძელბენ. როგორც, „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება