შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარიას არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს თვალის ჩაკვრით და გაღიმებით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 დეკემბერი 2018

შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხი, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, მთავარი კითხვები ხვალ, პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაისმება.

„ზაზასთან ერთად ვისაუბრეთ ამ საქმეზე. ხვალ შს მინისტრი მოდის პარლამენტში. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. ზაზა იზიარებს პოზიციას და აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ხელისუფლება ცდილობს უპასუხოდ დატოვებით საზოგადოებრივი ყურადღება მოადუნოს. შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები",- განაცხადა კაპანაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა