შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყალბი რეცეპტის დამზადება-ლანჩხუთში ფარმაცევტი დააკავეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 დეკემბერი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადებაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ლანჩხუთში, ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში ფარმაცევტად მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკანონოდ ყიდდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილ, მკაცრ აღრიცხვაზე არსებულ რეცეპტებს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: ყალბი რეცეპტები, რეცეპტების ცარიელი ბლანკები და სამსახურებრივი კომპიუტერი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია