შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას სთავაზობს წინასაახალწლოდ ადგილობრივი ხელისუფლება ბოლნისელებს

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 22 დეკემბერი 2018

საახალწლო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის, ახალი 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ბოლნისის კულტურის სახლი ღონისძიებების ციკლს ორი ჯუჯის კონცერტით ხსნის. შემდეგი ღონისძიება ჩანიშნულია 25 დეკემბერს, სადაც პატარებისთვის თოჯინების თეატრი სპექტაკლს „მაშა და დათვი თოჯინებიდან რეალურ სამყაროში“ წარმოგვიდგენს.  27-ში კულტურის სახლში საესტრადო ანსამბლი „იმედი“ საახალწლო ზღაპრით წარსდგება მაყურებლის წინაშე. კულმინაციური ღონისძიება 28 დეკემბერს ღია ცის ქვეშ  იგეგმება, სადაც „ფრანი“ და Dj SET, საახალწლო განწყობას შეუქმნიან ყველა ასაკის მაყურებელს. დასასრულს კი ბოლნისის ცა გრანდიოზული ფოიერვერკებით განათდება.

25 დეკემბერს, ბოლნისის კულტურის სახლში, 15:00 და 17:00 საათზე – თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მაშა და დათვი თოჯინებიდან რეალურ სამყაროში“ გაიმართება. რეჟისორი თამარ ბობოხიძე.

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბოლნისის კულტურის სახლში, საესტრადო ანსამბლ „იმედის“ საახალწლო ზღაპარი „გაყინული გული“ გაიმართება. ხელძღვანელი ლაურა დურგლიშვილი.

მთავარი საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს, 18 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი „ფრანი“ და Dj SET. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება