შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 22 ნოემბერი 2018

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება. აღნიშნულის  შესახებ დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ სახლების დათვალიერების დროს განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს იმუშავებს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი პროექტი სრულ სახეს მიიღებს. 

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა,  მნიშვნელოვანია, ქალაქი, სადაც ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყრის თავს იყოს მოწესრიგებული. 

"მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს დაგეგმილია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის  საპროექტო სამუშაოების განხორციელება.  ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოხდება რეაბილიტაცია, მოწესრიგდება კაპალოტი, მოეწყობა სანიაღვრეები, ბილიკები, განათდება და სრულიად ახალ სახელს შეიძენს უბანი და ახლა სიცოცხლეს შემოიტანს ქალაქისთვის, შეკრავს მთლიანად ტურისტულ მარშრუტს.  ქუთაისი ერთ-ერთი მასპინძელია ვიზიტორების, რომლებიც აქ ჩამოდიან აეროპორტიდან გამომდინარე და ნაწილდებიან სხვადასხვა რეგიონებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადგილი, სადაც შეხება ხდება ტურისტული ნაკადების,  მოწესრიგდეს. თანხები განისაზღვრება საპროექტო სამუშაოების შემდეგ, სავარაუდოდ, საუბარი რამდენიმე ათეულ მილიონზეა. რადგან საკმაოდ დიდ უბანს ვეხებით, სახლებში, სადაც შესაძლებელია მშენებლობის დროს  მოსახლეობის დატოვება, დარჩება,  თუ არა მოხდება გაყვანა", -განაცხადა გიორგი შენგელიამ. 

ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შენობების რეაბილიტაციას გულისხმობს. ის ხელს შეუწყობს, როგროც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებას. 

ქუთაისის მერის თქმით, პროექტი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. 

"ეს საარჩევნო დაპირება იყო, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რადგან ვიცით, მისი მნიშვნელობა. ფონდი მზადაა გამოაცხადოს ტენდერი, რის შემდგაც განხორცელდება მასშტაბური პროექტი. ამის გარანტია არის სახლემწიფო და ის გზა, რომელზეც ჩვენ ვართ", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია