შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"...მიშა იძახდა, ივანიშვილი უნდა დავნიშნო პრემიერადო, ნეტა დაენიშნა"-ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, "The ვანოს  Show"-ში სტუმრად ყოფნის დროს ის პერიოდი გაიხსენა, როცა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი პირველად გაიცნო და მისით აღფრთოვანებული, 2005 წელს პრემიერ მინისტრობასაც სთავაზობდა: 

"მიშა მოკლედ ყოველთვის არიფი იყო ადამიანების ამოცნობაში. ჩემზეც ხომ თქვა-ჩემი მთავარი შეცდომა იყოო? ანუ, დაადასტურა. 

მოკლედ, 2004 წელს პირველად გაიცნო ბიძინა და არის აღფრთოვანებული რა. ბიძინა რაღაც ფულს იძლევა რა. მიშა დადის და აფანათებს, "აი, ბიძინა ასეთი და აი, ბიძინა ისეთი...ასეთი ქვეყანაზე მოამაგე, პატრიოტი"..

ჩვენ ახლა, რამდენიმე ადამიანი ძაან სკეპტიკურად ვუყურებდით ამას, არ ვიცნობდით ადამიანს, ისევე როგორც თითქმის მთელი საქართველო არ იცნობდა. მოკლედ, 2005 წლის პირველი თვეებია, პრემიერი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილია და ახალი პრემიერი ვინ უნდა იყუოს, იმაზე მიდის ლაპარაკი. ზოგი იძახის ჩეჩელაშვილი, ზოგი იძახის ვაშალომიძე და მიშა იძახის, რომ ივანიშვილი უნდა დავნიშნო პრემიერადო. გაკვირვებულები ვუსმენთ, ცივ წყალს რომ გადმოგასხამენ თავზე ისე ვართ-ვინ არის? იცნობ, არ იცნობ? ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ხომ ყველაფერი მარტივია? ის ეხვეწებოდა ეტყობა დანიშვნას. მიშაც იძახდა-კაცი ეს არის, უნდა დავნიშნოო. 

ისეთი სიტუაციაა, სიმართლის თქმას რომ ვერ უბედავს ვერავინ. ცუდი თქვა?-რა უნდა თქვა არ იც. კარგი თქვა? არც ეს არ იცი, რა უნდა თქვა და ადეიშვილი ხომ რაღაცნაირი შებერტყილი იყო ყოველთვის...პირველი არასდროს არაფერს არ იტყოდა, დაელოდებოდა ვინ რას იტყვისო და ბოლოს ისიც იტყოდა. 

"რა გინდა მიშაო, არავინ არ იცნობს ამ კაცს. აურევს ერთ-ორ თვეში და შარი გაგვიხდება, დაანებე თავიო". დაუჯერა ადეიშვილს მაშინ და გადავრჩით მაგ ამბავს, მარა ნეტა დაენიშნა, ყველაფერი ხომ გარკვეული იქნებოდა თავიდანვე"?...

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

""ოცნება“ კლავს"