შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამშენებლო კომპანია „ასტორიას“ მფლობელი და ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი ამბობს, რომ ბრალდებული მუქარის წერილს მისი ოფისის კართან ტოვებდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 დეკემბერი 2018
„ხელით დაწერილ წერილს ოფისის კართან დებდა. „ასტორიაში“ მუშაობდა წლები მძღოლად. წელიწადზე მეტი იქნება აღარ მუშაობს. მე არ გამიშვია, თვითონ წავიდა“, – გვითხრა მალხაზ მანველიშვილმა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას დაკავებულზე ეჭვი არ ჰქონია: „მე რა ვიცი ვინ იყო [ვინც წერილს დებდა]. პოლიციას მივმართე და გამოიძიეს“. მანველიშვილს სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს. ტაქსის მძღოლი, ვალეში, „მეორე შახტაში“ 20 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სარდაფი და ავტომანქანა გაჩხრიკეს. მას ბრალი ბიზნესმენისთვის 50 000 ლარის გამოძალვაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებული ბიზნესმენს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება