შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მართლა გჯერათ, რომ "შავი სიიდან" გათავისუფლებული ხალხი სამსახურს იშოვის?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობის მავნებლური პოლიტიკის თეზისები გაიმეორა.

„ბატონო კობა, რომ თქვენგან თითქმის ერთი ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური და ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება მოვისმინე. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენც გგონიათ, რომ ხალხის პრობლემა არ არის ის, რომ სამსახურს ვერ პოულობენ, სამუშაო ადგილები არ იქმნება და არის დაბალი ეკონომიკური ზრდა. გგონიათ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხდება წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ.

პრემიერის ჩარევით მოხდა ამ ოპერაციის განხორციელება და თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად.

ხალხი ვინც წვალობდა და იხდიდა, იმათთვის რა სიგნალია ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანსა და ჭარბვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ასეთი რამე ხდება მთავრობის ჩარევით? თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდევ უფრო უარესი პოზიცია გაქვთ.

ფენომენალური ფრაზა თქვით: ის ხალხი, ვინც განთავისუფლდა ამ „შავი სიიდან“, ახლა წავლენ და სამსახურს იშოვიანო. მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება? იმ ხალხმა სესხი იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შოულობდა"- მიმართა გიგა ბოკერიამ გვენეტაძეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია