შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტს და სერვისებს წარადგენენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 დეკემბერი 2018

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი, პროექტ„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 27 დეკემბერს, 15:00 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა/ფესტივალს.

ფესტივალის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობებისა და მათი გავლენით მიღებული პოზიტიური ცვლილების წარმოჩენა.  შეხვედრაზე, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ გურიაში მოქმედი ორგანიზაციების განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებს და სერვისებს.

ფესტივალი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. თითოეულ ორგანიზაციას ექნება თავისი კუთხე, სადაც შეეძლება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალით წარმოაჩონოს თავისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“   ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC),  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.



საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ვაშალომიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - „პროგრესის სახლი“
598 14 04 11;

ელ. ფოსტა: natia.vashalomidze@gmail.com;
პროექტის საკონტაქტო ინფორმაცია:

www.facebook.com/CSSIGE/



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია