შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

23 დეკემბერს, მცხეთაში გამართულ ფესტივალზე, ახალციხის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხეთმა“, 13-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, გრანპრი მოიპოვა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 დეკემბერი 2018
მცხეთაში ერთმანეთს გრანპრის მოსაპოვებლად ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ეჯიბრებოდნენ. კონკურსში მონაწილეობას, მხოლოდ ქართული ცეკვების შემსრულებელი ანსამბლები იღებდნენ. „ამ ყველაფერს ორგანიზებას ორგანიზაცია „მე მიყვარს ცეკვა“ უკეთებდა. საუკეთესო ანსამბლები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათ თვითონ შეარჩიეს“, – ამბობს ახალციხეში პირველ სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მესხეთის“ ქორეოგრაფი ლევან ქიმერიძე. კონკურსი ოთხ ნოემბერს დაიწყო და 23 დეკემბერს დასრულდა. „ჩვენ პირველი ადგილი გვქონდა აღბული და სხვა გამარჯვებულ ანსამბლს ვხდებოდით. საბოლოოდ, 13-დან 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში გრანპრის მფლობელები გავხდით“, – ამბობს ქიმერიძე. ანსამბლმა მცხეთაში „ქალ-ვაჟთა ამბოხი“, „თუთა“ და „ცდო“ შეასრულა. მათ შორის საკონკურსოდ წარდგენილი იყო „თუთა“. როგორც ქიმერიძე ამბობს, ანსამბლი მაყურებლის წინაშე ცოცხალი ბენდით წარსდგა, რამაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი