შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვინც "რუსთავი2" უყურებს და "ნანუკას შოუს", 90% იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს ოჯახებს, ნანუკას შოუში 90%-ს ოჯახი აქვს დანგრეული - ეს განცხადება, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გააკეთა. 

მან "რუსთავი2"-ის აკრძალვა მოითხოვა და მაგალითად კონკრეტული გადაცემები მოიყვანა. 

“რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი რუსთავი ორს უყურებს და ნანუკას შოუს, 90% იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ,”-განაცხადა კვიციანმა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია