შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს უდი­დე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლად 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს მა­ცხოვ­რის შო­ბას, მაგ­რამ ყო­ვე­ლი დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად თავს იჩენს ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლი კი­თხვე­ბი:

რას ნიშ­ნავს "ძვე­ლი" და "ახა­ლი" სტი­ლი? რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ მა­ცხოვ­რის შო­ბას ჩვენ 7 იან­ვარს, და­სავ­ლურ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო კი - 25 დე­კემ­ბერს? ან რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ორ­ჯერ?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და მო­სახ­ლე­ო­ბის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა ორი­ო­დე სი­ტყვით ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი ოდით­გან­ვე ღრმა ანა­ლი­ზი­სა და კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. ჩვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი და ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არის ის გზა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­ი­ა­რა და რომ­ლის­გა­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არც ერთი მის­ხა­ლით არ გა­და­უხ­ვე­ვია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო თა­რი­ღი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის იმ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას­თან, რაც სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი წე­სით გან­ლა­გე­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ულ თან­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს, ანუ რა­საც იესო ქრის­ტე შე­ე­ხო, ყო­ვე­ლი­ვე გან­წმინ­და.

ქრის­ტეს შო­ბამ­დე I სა­უ­კუ­ნე­ში, 44 წელს, რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა იუ­ლი­უს კე­ი­სარ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი კა­ლენ­და­რი შე­მო­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით წე­ლი­წა­დის პირ­ველ დღედ 1 იან­ვა­რი გა­მო­ა­ცხა­და. ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არ შექ­მნი­ლა და არც კე­ი­სა­რი გახ­ლდათ სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე. კა­ლენ­და­რი არ იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის დრო­ინ­დე­ლი, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით დრო­ის ათ­ვლის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფილ მო­დელს წარ­მო­ად­გენ­და. ეკ­ლე­სი­ამ იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი შე­ით­ვი­სა არა რო­გორც სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი სის­ტე­მა, არა­მედ რო­გორც მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­რის მო­ნა­პო­ვა­რი ისე­ვე, რო­გორც შე­ით­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი ან­ბა­ნი, სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა.

IV სა­უ­კუ­ნი­დან, რო­დე­საც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი მო­ექ­ცა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის წი­აღ­ში, იგი უწ­მინ­დეს დღე­სას­წა­ულ­თა აღმნიშ­ვნე­ლი გახ­და. 325 წელს, ნი­კე­ა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ამ სა­კი­თხზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრით, ანუ ძვე­ლი სტი­ლით აღ­ნიშ­ნავს ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულს. კე­ის­რის დრო­ინ­დე­ლი კა­ლენ­დრის­გან ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ სა­კულ­ტო ორი­ენ­ტი­რე­ბის ნაც­ვლად კა­ლენ­დრის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი მა­ცხოვ­რის ბწრყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რიღ­მა და­ი­კა­ვა.

1582 წელს კა­ლენ­დრის "რე­ფორ­მა" მოხ­და რო­მის პაპ გრი­გოლ II ინი­ცი­ა­ტი­ვით და იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის პა­რა­ლე­ლუ­რად გრი­გო­რი­ა­ნუ­ლიც იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის შე­დე­გად ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა უძ­რავ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულს და­შორ­და ათი დღით, ხოლო XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში "დრო­ის დეკ­რე­ტით" სამი დღეც და­ე­მა­ტა. ჯერ კი­დევ 325 წელს, ნი­კე­ის მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნის სა­კი­თხიც იქნა გან­ხი­ლუ­ლი. წმ. მეფე კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა ნი­კე­ი­დან ეპის­ტო­ლე­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა ყვე­ლა იმ ეპის­კო­პოსს, რომ­ლე­ბიც წმი­და კრე­ბას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ. ეპის­ტო­ლეს ერთ-ერთ ფრაგ­მენ­ტში წე­რია: "...დაე, თქვენ­მა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბამ გან­სა­ზღვროს, თუ რამ­დე­ნად არა­სა­ქე­ბა­რია და საძ­რა­ხი­სი, რათა ერ­თსა და იმა­ვე დღე­ებ­ში ერ­თნი მარ­ხუ­ლობ­დნენ და სხვა­ნი კი იხ­სნი­ლებ­დნენ და აღ­დგო­მის დღის შემ­დეგ კი პირ­ველ­ნი ზე­ი­მობ­დნენ და იშ­ვებ­დნენ, მე­ო­რე­ნი კი მარ­ხუ­ლობ­დნენ".

მარ­თა­ლია, აქ ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მა­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ უდა­ვოა, რომ წმი­და მა­მებს მხედვ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბო­დათ სხვა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლე­ბიც.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კა­ლენ­დრის და­ზუს­ტე­ბა ან დახ­ვე­წა, ან მას­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა სა­თა­ნა­დო და­სა­ბუ­თე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ფრი­ად სა­ზი­ა­ნოა ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბი­სათ­ვის. ეს სა­კი­თხი მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე გა­და­წყდა და მისი შეც­ვლა მხო­ლოდ მსოფ­ლიო კრე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში რჩე­ბა.

ამ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბა ახა­ლი სტი­ლის გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­ყო­ველ­თაო შე­თან­ხმე­ბაა მიღ­წე­უ­ლი. ყვე­ლა­ზე "ხი­ლუ­ლი" და მყა­რი არ­გუ­მენ­ტი, რაც ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია და რაც აღი­ა­რებს ძვე­ლი სტი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბას ახალ­თან შე­და­რე­ბით, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, აღ­დგო­მის დღის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქის სან­თლებ­ზე ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლაა (და სხვა სას­წა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით აღეს­რუ­ლე­ბა)! ღვთის მიერ მოვ­ლე­ნი­ლი ეს ზე­ცი­უ­რი სას­წა­უ­ლი სწო­რედ იმის დას­ტუ­რია, რომ ძვე­ლი სტი­ლი, ანუ ის გზა, რო­მელ­საც გა­ნუხ­რე­ლად ად­გას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, არის სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ არე­გუ­ლი­რებს სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ რიტმს. სწო­რედ ეს არის იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის დოგ­მა­ტუ­რი ღირ­სე­ბა, რო­მელ­საც მყა­რად იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.

ქრის­ტე­შო­ბა აღ­დგო­მის შემ­დეგ უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ჩვენ­ში ეს 7 იან­ვარს აღი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მორ­წმუ­ნემ, რო­მე­ლიც თავს ეკ­ლე­სი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს, უნდა იცო­დეს, თუ რო­მე­ლი კა­ლენ­დრით ცხოვ­რობს მისი ეკ­ლე­სია. ამი­ტომ ჩვენ, რო­გორც დედა ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მხო­ლოდ­დამ­ხო­ლოდ ძვე­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ვი­ზე­ი­მოთ ქრი­ტე­შო­ბაც და სხვა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლიც.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ წელს, ეს სა­ე­რო დღე­სას­წა­უ­ლია და ახა­ლი სტი­ლით 1 იან­ვარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ა­ხალ­წლო პა­რაკ­ლისს ძვე­ლი სტი­ლით, 14 იან­ვარს იხ­დის და სა­გან­გე­ბო ლოც­ვა­საც აღავ­ლენს. 1 იან­ვარს, რო­დე­საც სა­ე­რო კა­ლენ­დრით მთელ პლა­ნე­ტა­ზე ახა­ლი წელი დგე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ეკ­ლე­სი­უ­რი ხალ­ხი სუფ­რი­თა და ზე­ი­მით ხვდე­ბა ამ თავ­სმოხ­ვე­ულ დღე­სას­წა­ულს, მო­მარ­ხუ­ლე­ე­ბი კი 7 იან­ვარს, ანუ ნამ­დვილ 25 დე­კემ­ბერს - ქრის­ტე­შო­ბას გა­იხ­სნი­ლე­ბენ.

წყა­რო: orthodoxy.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია