შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქალები ახალი შესაძლებლობებით, ახალი ცხოვრებისთვის“ -პროექტის პრეზენტაცია გურჯაანში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 26 დეკემბერი 2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინმა“ , პროექტის - „ქალები ახალი შესაძლებლობებით, ახალი ცხოვრებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.


ორგანიზაცია „ვეჟინის“ ხელმძღვანელის ლაურა ხარიტონაშვილის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს გურჯაანსა და ლაგოდეხში მცხოვრები პრობაციონერი ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
„ვეჟინმა“ აღნიშნული პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სარეკლამო სააგენტო „ვოლფის“ მხარდაჭერით განახორციელა.


მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა პროექტში მათ ჩართულობაზე ისაუბრა.
„მერიის ვალდებულება იყო პრობაციონერი ქალბატონების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინმა“ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ეს პროექტი. მათ მომავალშიც დავუდგებით გვერდში.“

ორგანიზაცია „ვორდ ვიჟენის“ კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის ნანა ათუაშვილის განმარტებით, ასეთი სახის ინტეგრაცია პრობაციონერი ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მსგავს პროექტში ჩართულობით ხდება მათი კომპეტენციის ამაღლება და სხვადასხვა უნარჩვევების შესწავლა, რაც ხელს უწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას. “

პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია