შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძაბირაძე: „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

"ლამის 130 წელი, საჯაროდ თუ ჩუმად, ვითარების შესაბამისად რომ ვიმეორებდით - „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ 

სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პოლიტიკური პროცესის ახლებურად წარმართვა და წინამორბედთა ყველა შეცდომა გაიმეორა.თუნდაც ის, რომ ორივე ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს, საკუთარ თავზე მოირგოს კანონმდებლობა, კერძოდ, საარჩევნო სისტემა, იგნორირება გაუკეთოს კრიტიკულ მოსაზრებებს და, ზოგადად, კრიტიკოსებს და ა. შ.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეპრესიულმა სისტემამ ვერ იხსნა „ნაცმოძრაობა“ 2012 წელს ძალაუფლების დაკარგვისაგან, მით უფრო ვერ შეძლებს ამას „ქართული ოცნება“, რომელსაც რეპრესიული სისტემის ასამოქმედებლად შესაფერისი საკადრო კონტიგენტიც კი არა ჰყავს და როგორც არ უნდა მოინდომოს, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამ კონტიგენტის მოძიებას და შესაფერის კონდიციამდე მიყვანას ვერ მოახერხებს.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს"-აცხადებს "ონტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია