შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

110 ათასზე მეტი ლარი-წინასახალწლოდ ოზურგეთის საკრებულოსა და მერიაში ჯილდო-დანამატები გაიცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 26 დეკემბერი 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ჯილდო-დანამატების სახით დაახლოებით 120ათასი ლარი გაიცა.

როგორც "გურიის მოამბისთის" გახდა ცნობილი, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომლებმა მაქსიმუმ 100, მინიმუმ კი 20 %-იანი სახელფასო დანამატი წინასაახალწლოდ მიიღეს. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გია მამაკაშვილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე "გურიის მოამბესთან" გამორიცხავდა დანამატების გაცემას, ბიუჯეტში ამის თანხები მაინც მოიძებნა და ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულებმა, გაწეული შრომის სანაცვლოდ ხელფასებთან ერთად, ჯილდოც მიიღეს. 

"პირველი რაც მინდა გითხრათ, ეს არის ნაწილი ჯილდოს სახით, ნაწილი დანამატის. რამდენიმე თანამშრომელმა ნაკლები პროცენტით მიიღეს. მაგალითაც ზოგზე გაიცა სახელფასო დანამატის 20%-ი, ზოგზე 30%, 50 და ასი.

აქ არაფერი კანონდარღვევა არ ყოფილა. მერიაში მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ჩვენ არ გაგვიცია შრომის ანაზღაურება,  მერის წარმომადგენლებზე, რადგან იცით, რომ მათი დანიშვნა გაჭიანურდა, რეალურად რამდენიმე თვის დაგვიანებით დაინიშნენ ისინი დაეს ეკონომია გვქონდა ბიუჯეტში. ამით შსაძლებელი გახდა  თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე განხორციელდებულიყო ჯილდოს გაცემები. მერმა მიიღო გადაწყვეტილება ინდივიდუალურად ვის რა პროცენტით მიეღი ეს ჯილდო რაც კანონის ფარგლებში გაიცა აბსოლუტურად. თავად მერს და არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუღია არც დანამატი არც ჯილდო, ამას კანონიც არ უშვებს. ასევე საკრებულოში დანამატები მიიღეს მხოლოდ აპარატის თანამშრომლებმა. სხვათა შორის ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა წელს ამ დანამატების გაცემა თანამშრომელთა დატვირთვის მიხედვით და არა ისე, როგორც ხდებოდა. ყველა ერთნაირად იღებდა, მიუხედავად დატვირთვისა "-გვითხრა გია მამაკაიშვილმა. 

"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჯილდო-დანამატის სახით მერიაში დაახლოებით 95 ათასი ლარი გაიცა, საკრებულოში კი  20-25 ათასი. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია