შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალი დაპირისპირება უმრავლესობაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

"ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი" - ეს განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ახსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გადადგომის შესახებ ვანო ზარდიაშვილის განცხადება მიიღო. 

ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და განმარტა, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ. მისივე თქმით ეს პიროვნებები განიხილავდნენ არამხოლოდ მისი ოჯახის წევრების საკითხს, არამედ ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობლების საქმეებსაც. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია