შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაწუნებულ მოსამართლეებს ვანო ზარდიაშვილი ლობირებს? - „ოცნებაში“ დაპირისპირებას აღარ მალავენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მისივე თანაგუნდელის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურა აბსოლუტურად მიუღებელია.

ფოფხაძე არ პასუხობს კითხვას, ლობირებდა თუ არა პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკვე დატოვა.

უმრავლესობის დეპუტატი ერთგვარ მინიშნებას აკეთებს, როცა აღნიშნავს, რომ ზარდიაშვილი პარლამენტის მიერ დაწუნებულ მოსამართლეებთან მეგობრობს:

„ეს კითხვები დაუსვით ვანო ზარდიაშვილს... თუმცა მე მგონია, რომ ბატონი ვანოს დარჩენა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ბატონი ვანო ამ ადამიანებთან (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებთან) დაახლოებული იყო"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, პოსტიდან გადამდგარიყო "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდიონარე, ღირსეული გადაწყვეტილება" უწოდა:

"ეს იყო ეკას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. მთლიანად ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მომავალთან. არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ, საეჭვო ადამიანებს.პროცედურები უნდა ყოფილიყო გაწერილი და პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით ამ საკითხს, სახვა შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში. ეკა ბესელია იყო ის ადამიანი, რომელმაც მოსამართლეთა დამტკიცება არ მომხდარიყო. ეს გადაწყვეტილება მაღალი მორალური პრინციპით არის ნაკარნახები"- აცხადებს გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, საჯარო ინტერესი უნდა გაითვალისწინონ მოსამართლეთა დანიშვნისას.

"ვინც არ უნდა იყოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ ეს ადამიანი უზრუნველყოფს ყველა პროცედურის გაწერით და საზოგადოების ინტერესების დაცვით მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას"- თქვა დეპუტატმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია