შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ვარ სასამართლოს ლიდერი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

მე არ ვარ, ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ, -ეს განცხადება მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმთ,  იბრძვის იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა იგრძნოს.

კითხვა სასამართლოში კლანების არსებობის შესახებ მურუსიძეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა.

"კლანთან დაკავშირებით ჩვენ მოგვდევს „შლეიფი“, რომ ეს არის სიმართლე. სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე, თურმე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემ მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა," - განაცხადა მურუსიძემ ჯანეზაშვილისსაპასუხოდ.

მანამდე მან ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლითაც უვადო მოსამართლედ უნდა განმწესდეს.

"მთელი სასამართლო სისტემა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის საბჭო.მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლე წევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას"

"ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ უნდა გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, მზად არის ანგარიში ჩააბაროს გასაუბრების დროს საბჭოს წევრებს სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდან იქნება ამ საკითხებზე ინტერესი. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, მურუსიძემ განაცხადა, მან გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღო.

ლევან მურუსიძეს დღეს იუსტიიცის საბჭოში უსმენენ. გასაუბრების პროცესს მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ მურუსიძე გასაუბრებას წარმატებით გაივლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას უვადო მოსამართლედ განამწესებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია