შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფლის რწმუნებულებმა ჯილდოს სახით 400 ლარი, თანაშემწეებმა კი 150 ლარი მიიღეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატები სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და მათ თანაშემწეევზეც გაიცა. 

ქალაქის ჩათვლით სულ 29 რწმუნებულიდან თითოეულზე, რომელთა სახელფასო სარგო ყოველთვიურად 1050 ლარს შეადგენს, 400-400 ლარი გაიცა, თანაშემწეებზე კი 150-150 ლარი.  მათი ხელფასი ყოველთვიურად  650 ლარია. 

საერთო ჯამში მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ 120- ათას ლარამდე გაიცა. 

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა გვითხრა, საკრებულოში დანამატები მიიღეს მხოლოდ აპარატის თანამშრომლებმა. აქედან უმრავლესობამ  100%-ი, დანარჩენებმა 50. რაც შეეხება მერიას, იქ გარდა თანამდებნობის პირებისა, ყველა თანამშრომელმა გაწეული შრომის მიხედვით 20, 30, 40 და 50%-იანი დანამატები მიიღეს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა