შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ერთმანეთთან კარგი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ" - გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 50-წლის ქალი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 29 დეკემბერი 2018
გორის შს სამმართველომ გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. დღეს დილით 11 საათზე 50-წლის ქალი ბრალდებულის სტატუსით დააკავეს. პოლიციას მტკიცებულების სახით, მხოლოდ, აღიარებითი ჩვენება გააჩნია. ბრალის შინაარსი, სწორედ, აღიარებით ჩვენებას ეფუძნება. მკვლელობაში ბრალდებული ქალი იმ ბინაში ცხოვრობდა ქირით, რომელიც 74-წლის ქალს ეკუთვნოდა. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ: ,,ამას წინათ წყალი ჩამოვიდა ზემოთ სართულიდან, არ ვიცოდი, კონკრეტულად, რომელი ბინიდან. ჯერ მესამე სართულზე ავედი, შემდეგ მეოთხეზე. სწორედ, მაშინ შევამჩნიე, რომ ერთმანეთთან კარგი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ" - აცხადებს ერთ-ერთ მეზობელი. გარდაცვლილი და ბრალდებული მეოთხე სართულზე მეზობლად ცხოვრობდნენ. ბინა რამდენიმე თვის წინ გაქირავდა: ,,საკმაოდ დიდი ხანია, რაც იქირავა, შეიძლება ითქვას თვეებია. თუმცა ჩვენთვის უცნობია ერთი ადამიანი ცხოვრობდა გაქირავებულ ბინაში თუ სხვაც იყო კიდევ." - ამბობენ ოჯახის ახლობლები. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ოჯახის უფროსმა შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციისვე ინფორმაციით, ბრალდებულმა ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. XXXX
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია