შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გასაკეთებელს გავუკეთებ" – ქორეპისკოპოს იაკობის პასუხი მეუფე პეტრეს განცხადებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 დეკემბერი 2018

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ ილია მეორისადმი გაჟღერებულ კრიტიკას ქორეპისკოპოსი იაკობი ეხმაურება.

TV პირველთან საუბრისას, სასულიერო პირი მიტროპოლიტის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მეუფე პეტრე ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს.

“…თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ “ნაციონალურ მოძრაობაში” ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ  უნდა იყოს ეგ, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან”, – აღნიშნა მან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს “გასაკეთებელს” გაუკეთებს,  თუმცა არ აკონკრეყტებს, რას გულისხმობს:

“მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო. ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს”.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ჭყონდიდის მიტროპოლიტს სასულიერო სტატუსი ჩამოერთვას, ქორეპისკოპოსი ასე პასუხობს:

“როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მაგი, როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით… მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცეებმა გააპრავონ მაგი რა… ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ იმას რაც გასაკეთებელია რა, რომ იცოდეთ”.

მეუფე პეტრეს განცხადების შეფასებისას ილია მეორის ქორეპისკოპოსი ასევე ამბობს, რომ ეს რუსეთის მცდელობაა, ქართული ეკლესია დააკნინოს.

“ვფიქრობ, რომ რუსების შემოთავაზება არის, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ”, – ამბობს ის.


ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, 27 დეკემბერს გამართულ სინოდის სხდომაზე დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მამალაძის საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია განიხილავდა, სინოდს საქმის შემსწავლელი კომისია უნდა შეექმნა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, გუშინდელ სხდომაზე დეკანოზის საკითხი სინოდის წევრებს საერთოდ არ განუხილავთ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია