შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარია მოსკოვის კაცია... თუ პრემიერი გახდა ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 დეკემბერი 2018

პატრიარქის ქორეპისკოპოსს შინაგან საქმეთა მინისტრთან არცთუნ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაწინაურდება და პრემიერ-მინისტრი გახდება, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემები შეექმნება.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა, კანაფის კულტივირების კანონპროექტის გაწვევაზეც ისაუბრა და გაანცხადა, რომ ხელისუფლებამ მასთან დაალაგა სიტუაცია და არა პირიქით:

„19-ში როცა მე დამიძახეს და მითხრეს, ყურში ვუთხარი პატრიარქს, რომ ამას გაიწვევენ...“

ჟურნალისტის კითხვაზე ვისთან დაალაგა ეს საკითხი მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ღმერთმა დაალაგა. კითხვის დაზუსტებისას თუ ვისთან მოაგვარა და დაალაგა აღნიშნული კანონპროექტის შეჩერების თემა თავად მეუფე იაკობმა განაცხადა რომ ხელისუფლებამ პირიქით მასთან დაალაგა:

„ჩემთან დაალაგეს, მე არ დამილაგებია“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

„გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით. სხვა რამეა, რა თქმა უნდა. იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის არ არის ის... ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან... თვითონ შეხედოს გახდება თუ არა პრემიერი. ვერ გახდება. თუ მაგი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება.

ტვ პირველის ინფორმაციით, ეპისკოპოსის მიერ გაჟღერებული თემა, შს მინისტრის მხრიდან სასულიერო პირებზე გარკვეული დონის კომპრომატების მოპოვებას უკავშირდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია