შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძაბირაძე: რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 იანვარი 2019

“პარტიაში რომ საქმე კარგად ვერ არის, ეს ივანიშვილმა თქვა, როცა დაბრუნდა, მაგრამ დავინახეთ, მისი დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარტიამ როგორ ჩააფლავა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მან ეს ვერ შეძლო. პარტიის საქმეების მოგვარებაზე არც ვიდარდებდით, რომ არ ვხედავდეთ, რა რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, გარკვეულ დრომდე მოახერხოს და “ძველებსა” და “ახლებს” შორის ბალანსი დაიცვას, შედეგად კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნოს. თუ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაინახა, რომ მომავალ პარლამენტს გარეთ რჩება, ვფიქრობ, დაფიქრდებიან, სჭირდებათ კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და საკუთარ თამაშს დაიწყებენ. ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება და ვფიქრობ, ამას ეცდება კიდეც, რომ გუნდის ერთობა ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს. როგორ გამოუვა ეს, არ ვიცი. ველოდები, რომ გაზაფხულზე ის დადგება არჩევანის წინაშე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ოცნებაში" არსებული დაპირისპირების შეფასებისას .

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია