შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოცნებამ გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 იანვარი 2019
"ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან. შესაბამისად, მე ვეღარანაირ თანამდებობას დავიკავებ კომიტეტში. მე გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა ის, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს", — აცხადებს ფოფხაძე და ამატებს, რომ დეტალებზე ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.ღია დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" 27 დეკემბერს დაიწყო, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია