შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2019

„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომაზე განხილული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას არ ესწრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია. დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია