შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან მეეზოვეები გაათავისუფლეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 იანვარი 2019
„კეთილმოწყობის“ სამსახურიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი კურტანიძემ დაურეკა და შეატყობინა, რომ იანვრიდან მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ. „წერილობით არაფერი ჩამბარებია, დამირეკა და მითხრა, სამსახურის უფროსი მე ვარ და მე ვწყვეტ ვინ იმუშავებს და ვინ არაო. შენ გათავისუფლებული ხარ და დედაშენი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებსო. მე რუსთაველის ქუჩას ვგვიდი, დედა ასპინძის ქუჩას ასუფთავებდა“, – გვიყვება ყოფილი მეეზოვე სოფო ბერიძე. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ პირადად მას ირაკლი კურტანიძესთან კამათი ხშირად მოსდიოდა: „პიროვნულად არ მოვწონდი, იმიტომ რომ ვეპასუხებოდი ხოლმე. ხელფასის მომატებას ვინ ჩივის, ფართი მომიმატეს დასაგველად. ამაზე რომ ვეკამათე, ეგ არ მოეწონა“. ირაკლი კურტანიძე ამბობს, რომ ხუთი–ექვსი თვის წინ ფართობი მეეზოვეებზე ხელახლა გადანაწილდა: „არასწორად იყო დაყოფილი, შეიძლება ვიღაცას ჰქონდა 1000 კვადრატი და იღებდა 200 ლარს და ვიღაცას ჰქონდა 500 კვადრატი და იღებდა 600 ლარს. ამიტომ მათი თანდასწრებით ხელახლა ავზომეთ, არ გვინდოდა ხელფასები რომ დაკლებოდათ, ამიტომ ვკითხეთ, შეძლებდნენ თუ არა იმ ფართობის დასუფთავებას რაც გამოვყეთ და დაგვთანხმდნენ, სულ ეს იყო“. „კეთილმოწყობის“ სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურიდან ის მეეზოვეები გაათავისუფლეს, რომლებიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდანენ: „დილით ექვს საათზე რომ ვამოწმებდით, ხშირად ადგილზე არ იყვნენ, შესაბამისად რომ თენდებოდა, ის ტერიტორია დასუფთავებული არ იყო“, – ამბობს ირაკლი კურტანიძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილს სიტყვიერად, ნაწილს კი საყვედურს წერილობით უცხადებდნენ: „თუ ვინმე სასამართლოში წავა და გვიჩივლებს, შესაბამისად ვუპასუხებთ“. „კეთილმოწყობის“ სამსახურმა ექვსი გათავისულფებული მეეზოვის ადგილზე ჯერ მხოლოდ ერთი მიიღი: „ჩვენით მოვიკითხავთ ვინ შეიძლება დავასაქმოთ. მაგალითად, ერთ ქალს ჰქონდა განცხადება დატოვებული ახალწლამდე, სამსახურს ითხოვდა, რომ დავურეკე მითხრა, არ ვიცი შევძლებ თუ არა მუშაობასო. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ ქალაქი დილით დაგვილი და დასუფთავებული იყოს“. შპს "კეთილმოწყობაში" 61 მეეზოვე მუშაობს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება