შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მეჭიაური „კაპოტზე“ ქეიფით მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე"​

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 იანვარი 2019

3 იანვარს დაბა თიანეთში მომხდარი მკვლელობა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ „უზნეო ცხოვრების წესის მავნე ზეგავლენას“ დაუკავშირა.

„ბევრი იუმორით ხვდებოდა იმას, რომ „კაპოტზე“ ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ რომ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე“ ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია. მაგრამ ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება ამ უზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება სავალალო შედეგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს შედეგები, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია