შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უკიდურესად მძიმე პირობები რჩება"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 07 დეკემბერი 2018

უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება  ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები -განაცხადა სახალხო დამცველმა 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ დასკვნის წარდგენისას. 

 მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და 2015 – 2020 წლის სამოქმედო გეგმის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნადაა დარღვეული სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები. სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე.

ასევე,  ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება"-ნათქვამია დამცველის ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ  გამოაქვეყნებული ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 11 თვეს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 11 თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. 

 

როგორ გამოიყურება ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ახლადგახსნილი კორპუსი? [PHOTO]

"ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ადამიანები ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან"

"ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია