შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე"- მეუფე გრიგოლი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 07 იანვარი 2019

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საშობაო ქადაგებაში დეკანოზ გიიორგიმამალაძის საქმეზე ისაუბრა. მეუფე ამბობს, რომ ეკლესიაში კრიზისია და ამის ერთ ერთი მაგალითი, სწორედ დეკანოზის საქმეა:

"თვალი უნდა გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ეკლესია და ქართული სახელმწიფო. ამ კუთხით, გამოვყოფდით რამდენიმე საკვანძო საკითხს:

- ვფიქრობთ, რომ ეკლესიამ (ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე), როგორც, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთმა მესაძირკვლემ, თავის წიაღში უნდა დაიტიოს და შემოინახოს ქართული სახელმწიფოებრიობის სანუკვარი იდეალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.

- ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, სამწუხაროდ, ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლის პოლარიზებას იწვევს; ეს მდგომარეობა მძაფრად წარმოჩინდება სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას, ხოლო დროდადრო კი დაპირისპირებები თავს იჩენს ხოლმე საჯარო სივრცეშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მაგალითების სპექტრი მომავალში კიდევ უფრო „მრავალფეროვანი“ გახდეს! ყოველივე ამის მიზეზებს კი ჩვენ ვხედავთ არა რომელიმე პიროვნების პირად, კერძო, ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა საერთო ღირებულებების ირგვლივ!" ნათქვამია მეუფე გრიგოლის საშობაო ქადაგებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია