შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საშობაო ალილო ახალციხეში [Photo]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 იანვარი 2019
საშობაო ალილო თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო და ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზი იოანე უძღვებოდა. გზადაგზა ალილოს მონაწილეებს, მოქალაქეები ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებოდნენ. საახალწლო ნობათი დაახვედრეს მათ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმაც. „ჩვენ გზაში ვაგროვებთ შემოწირულობას, ნობათს, ტანსაცმელს, ხილს... ამ ყველაფერს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადავცემთ“, - ამბობს დეკანოზი იოანე. თოვლის ბაბუა მათ ვინც ქუჩაში ხვდებოდათ სანთლებს, ჯვრებს და ხატებს ჩუქნიდა. ალილოს ტრადიციული მსვლელობა ახალციხეში უკვე მეცამეტედ გაიმართა. საქართველოში კი ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეს კინობასი ეწვევა