შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 იანვარი 2019
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მათი განცხადებით, მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება კი "ღირსეული სიბერის შექმნას" უკავშირდება.მთავრობის გეგმის მიხედვით, დაგროვებითი სისტემით მოქალაქემ, საშუალოდ, 400-500-ლარიანი პენსია უნდა მიიღოს.სამომავლოდ, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული იქნებიან, რომ გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხონ.საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო შენატანებზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და დასაქმების ხანგრძლივობაზე.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია